en
ge

გაიგეთ მეტი კონკურსის პირობების შესახებ – რეგიონული ჰაბები

თბილისი. ევროკავშირის პროექტის – „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის" ფარგლებში, გამოცხადებულია რეგიონული ჰაბების შესარჩევი კონკურსი. კონკურსის პირობებისა და დეტალების შესახებ, საქართველოს რეგიონებში სპეციალური შეხვედრები იმართება. მოძებნეთ თქვენი ქალაქი და გაიგეთ მეტი კონკურსის პირობების თაობაზე.
შეხვედრების განრიგი შემდეგია:
გორი - 6 ივლისი , 12 საათი, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი (სტალინის #7);
თელავი - 11 ივლისი, 13 საათი, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი (ვაჟა ფშაველას # 3);
მცხეთა - 12 ივლისი, 12 საათი, (ადგილი ზუსტდება);
ახალციხე - 13 ივლისი, 12 საათი, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი (მანველიშვილის #19);
აბროლაური - 24 ივლისი, 12 საათი, გამგეობის შენობა (რაჭის ქუჩა #11);
რუსთავი - 25 ივლისი, 12 საათი, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი (კოსტავას ქ. #22).
ინფორმაცია კონკურსის შესახებ
შეხვედრებს ორგანიზებას უწევს განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრი (KEDEC), ევროკავშირის პროექტის: „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსიტუტთან (CSI), ტრენინგის და კონსულტაციის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევის და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (KEDEC) პარტნიორობით.




სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023