კახეთი. ხელი ხელს მცირე საოჯახო ტიპის საცხოვრისების თანამშრომლებმა 3 დღიან ტრენინგზე 5 წლის მუშაობა შეაჯამეს და სამომავლო მიზნები დაისახეს.
„ხელი ხელს პირველი საოჯახო ტიპის სახლია ქალაქ გურჯაანში, სადაც დიდი ზომის ინსტიტუციებიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები გადმოვიდნენ საცხოვრებლად და სოციალური ინკლუზიის გზას დაადგნენ. ამჟამად ხელი ხელს 6 საოჯახო ტიპის სახლს აერთიანებს ქალაქ გურჯაანსა და თბილისში. თითო სახლში 3 დან არაუმეტეს 5 ადამიანისა ცხოვრობს. ინფორმაციის და გამოცდილების გაზიარება ჩვენი მუშაობის ძირეული პრინციპია", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში