en
ge

შეხვედრები რეგიონული ჰაბების კონკურსის ფარგლებში

შიდა ქართლი. 6 ივლისს, გორში გაიმართა ევროკავშირის პროექტის ფარგლებში რეგიონული ჰაბების შესარჩევი კონკურსის კრიტერიუმების და პროცედურების პრეზენტაცია. კონკურსი გამოცხადებულია პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის" – ფარგლებში. შეხვედრას ესწრებოდნენ შიდა ქართლში მომუშავე საზოგადოებრივი ორგანიზაციები.
რეგიონული ორგანიზაციების მნიშვნელობაზე ისაუბრა ევროკავშირის წარმომადგენელმა დომინიკა სკუბიდამ. მან ხაზი გაუსვა რეგიონული ორგანიზაციების როლსა და მნიშვნელობას დემოკრატიის, სამოქალაქო საზოგადოების და სოციალურ–ეკონომიკური განვითარების პროცესში.
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (KEDEC) საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს წარუდგინა ის კრიტერიუმები და პროცედურები, რომელსაც ჰაბების შესახებ გამოცხადებული კონკურსი ითვალისწინებს.
„ჰაბების" შექმნა საქართველოს 10 რეგიონში წარმოადგენს ამ პროექტის ერთ-ერთ ინოვაციურ კომპონენტს, რაც თავის მხრივ მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერებას რეგიონებში. „ჰაბი" იქნება ინფორმაციის გავრცელების და კომუნიკაციის ხელშეწყობის, ტრენინგებისა და სხვა აქტივობების ცენტრი რეგიონში. რეგიონული „ჰაბების" ინსტიტუციონალურ და ტრენინგებით მხარდაჭერას უზრუნველყოფს კონსორციუმი.
პროექტი ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI), ტრენინგის და კონსულტაციის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევის და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (KEDEC) პარტნიორობით.
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა ჰაბების პრეზენტაცია უკვე გამართა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში (ზუგდიდში, ბათუმში, ქუთაისში, ოზურგეთში) თვის ბოლომდე პრეზენტაციები გაიმართება თელავში, მცხეთაში, ამბროლაურსა და რუსთავში.
საკონკურსო განაცხადი  რეგიონული ჰაბების შესარჩევად...

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023