en
ge

საზოგადოებრივი ორგანიზაციების საარსებო გარემოს გაუმჯობესება

სამცხე–ჯავახეთი. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა ახალციხეში გამართა,   „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის" პროექტის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა. სადაც განიხილეს საზოგადოებრივი ორგანიზაციების საარსებო გარემოს გაუმჯობესებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები. კერძოდ,  საზოგადოებრივი ორგანიზაციების ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის კონცეფცია და სახელმძღვანელო მითითებები.
როგორც ცნობილია, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ინიციატივით, შემუშავდა საქართველოს საზოგადოებრივი ორგანიზაციების ძირითადი პრინციპების დეკლარაცია, რომელსაც 230-ზე მეტი ორგანიზაცია უკვე მიუერთდა. ამ დეკლარაციის ერთ–ერთ პრინციპად მოაზრებულია ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა. „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის" პროექტი ითვალისწინებს ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის პრინციპის შესახებ კონცეფციისა და სახელმძღვანელო მითითებების შემუშავებას. ძალიან მნიშვნელოვანია ფართო მონაწილეობითი პროცესის წარმართვით მოხდეს კონსენსუსის მიღწევა აღნიშნულ სახელმძღვანელო მითითებებზე, რომელიც მომავალში თითოეულ საზოგადოებრივ ორგანიზაციას საშუალებას მისცემს უზრუნველყოს უკეთესი ინსტიტუციური განვითარება და მდგრადი, შედეგზე ორიენტირებული საქმიანობის განხორციელება.
 „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის" პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით. კონსორციუმში შედიან: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი, ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის სამინისტროს მიერ.
 

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023