en
ge

გაეროს წარმომადგენლობა კახეთის არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდა

კახეთი. გაეროს ერთობლივი პროგრამის – „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის საქართველოში"–  ფარგლებში თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, კახეთში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის ძირითადი მიზანი იყო ერთობლივი პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული პრიორიტეტებისა და მიმართულებების წარდგენა კახეთის არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის.
სოსო მოქელაძე, ,,ბიზნესცენტრი კახეთის" დირექტორი: „აღნიშნული შეხვედრა, ჩემი აზრით, ხელს შეუწყობს გაეროს ერთობლივი პროგრამისა და კახეთის არასამთავრობო ორგანიზაციების პარტნიორობასა და სამომავლო ერთობლივი პროექტების განხორციელებას".
შეხვედრა დასრულდა დისკუსიით თემაზე: კახეთის რეგიონში გენდერული თანასწორობისვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა – გამოწვევები და პრიორიტეტები. 

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)