აჭარა. ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირმა „ინტელექტმა" შრომითი მიგრანტებისთვის საინფორმაციო ბუკლეტი მომაზადა. მასში მოცემულია ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დაიცვან შრომითმა მიგრანტებმა თავიანთი უფლებები ლეგალური და არალეგალური შრომითი მიგრაციის დროს.
ბუკლეტები ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის - „მიგრანტთა მდგომარეობის გაუმჯობესება აჭარის რეგიონში" - ფარგლებში მომზადდა და სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტთან დარიგდა.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში