en
ge

არასრულწლოვნებში დანაშაულის პრევენციაზე იმსჯელეს

სამეგრელო.„არასრულწლოვანი და დანაშაული" – ამ თემაზე ისაუბრეს, 19 თებერვალს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო ზემო–სვანეთის მთავარ სამმართველოში პოლიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის კობა ცერცვაძის განცხადებით, არასრულწლოვნებში დანაშაულის პრევენციის მიზნით, პოლიციის თანამშრომლებთან ერთად უნდა გაიზარდოს საზოგადოების ჩართულობა პრევენციულ ღონისძიებებში. ასოციაცია „ათინათის" ფსიქოლოგი მაკა გოგოხია კი მიიჩნევს, რომ უფრო  კომპლექსური მუშაობაა საჭირო არასრულწლოვნებში დანაშაულის შემცირების მიზნით. „მსგავსი შეხვედრების ჩატარება აუცლებელია, თუმცა საჭიროა  ამ მიმართულებით მეტი გააკეთოს ყველამ. მცირედი რამის გაკთებაც კი შეიძლება მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს ამ მოზარდებისთვის", –განაცხადა ფსიქოლოგმა.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)