თბილისი. ომბუდსმენის წარმომადგენელი აკვირდებოდა აღმაშენებლის გამზირზე „ევროპული საქართველოს" მიერ ორგანიზებულ აქციას.
„სახალხო დამცველი დადებითად აფასებს პოლიციის მუშაობას. აღსანიშნავია, რომ აქციისა და კონტრაქციის მონაწილეებს შორის სამართალდამცავთა კორდონი იდგა, რამაც ხელი შეუწყო მანიფესტაციისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნას და რისკები მინიმუმამდე დაიყვანა. თუმცა, მიღებული ზომების მიუხედავად, მაინც ჰქონდა ადგილი ცალკეულ ინციდენტებს. დაფიქსირდა კონტრდემონსტრანტების მხრიდან აქციის მონაწილეების მიმართ სხვადასხვა საგნების – წყლის ბოთლების, კვერცხებისა და ცოცხების სროლის, ასევე, სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტები. გავრცელებული ინფორმაციით, საგნების სროლას რამდენიმე ადამიანის დაშავებაც მოჰყვა. მოქალაქის დაშავების ფაქტზე შსს–მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126–ე მუხლით (ძალადობა) დაიწყო", ნათქვამია განცხადებაში.
ომბუდსმენი მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, კანონით გათვალისწინებული რეაგირება მოახდინონ თითოეულ ინციდენტზე.
წყარო: www.ombudsman.ge