აჭარა. 24 ივლისს, ბათუმში, სხვადასხვა პარტიის წარმომადგენელი პოლიტიკოსი ქალები ლიდერ ქალებს შეხვდნენ და ქალთა სოლიდარობისა და ქალთა პოლიტიკაში ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. „შეხვედრა ასევე მიზნად ისახავდა პოლიტიკოსი და აქტივისტი ქალების შეხედულებების, გამოცდილებების და მიდგომების გაცნობას და ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივების დასახვას", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში