en
ge

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება

თბილისი. არასამთავრობო ორგანიზაციები პრემიერ-მინისტრის განცხადებას ეხმაურებიან.
„სეკულარობის პრინციპი იცავს როგორც სახელმწიფოს სასულიერო პირთა ზემოქმედებისგან, ასევე, პირიქით - სასულიერო პირებს სახელმწიფოს მიერ შესაძლებელი გავლენის მცდელობებისგან. ამ პრინციპის დაცვა წარმოადგენს ერთადერთ სწორ გზას, უზრუნველყოფილი იყოს სასულიერო ხელისუფლების დამოუკიდებლობა და ხელშეუვალობა, ხოლო, მეორე მხრივ - სახელმწიფოს მიეცეს ეფექტური, მიუკერძოებელი საქმიანობის შესაძლებლობა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები მივიჩნევთ, რომ კონსტიტუციურ სეკულარიზმს აქვს მხოლოდ ერთი გაგება და შინაარსი, რაც გულისხმობს სასულიერო და საერო ხელისუფლების გამიჯვნასა და ერთმანეთისგან დამოუკიდებლობას", ნათქვამია განცხადებაში.
სრულად...
წყარო: www.transparency.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023