კახეთი.
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში მცენარეთა ბილოგიური
დაცვის ცენტრის „ბიო-აგროს" ექსპერტების დახმარებით ადგილობრივ ფერმერებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ თელავის მუნიციპალიტეტის
სოფლის მეურნეობის განყოფილების თანამშრომლები, ადგილობრივი ფერმერები, ბიომეურნეები,
არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები. ექსპერტებმა შეკრებილებს გააცნეს ეკოლოგიურად სუფთა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების
წარმოების განვითარების მიმართულებები საქართველოსა და კერძოდ, კახეთში.