en
ge

არასამთავრობოების განცხადება პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებაზე

თბილისი. არასამთავრობო ორგანიზაციები პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას ეხმაურებიან. ორგანიზაციები თვლინ, რომ ირაკლი კობახიძის განცხადება საჯარო მოსამსახურეების მიერ შესაძლოა ხელისუფლების მიმართ კრიტიკული აზრის გამოთქმის აკრძალვად აღიქმებოდეს.
„პარლამენტის თავმჯდომარემ თავის მიმართვაში აღნიშნა, რომ საჯარო მოსამსახურე „პოლიტიკოსებზე არ საუბრობს". პირველ რიგში, არც ერთ საკანონმდებლო აქტში არ არსებობს ჩანაწერი, რომელიც საჯარო მოსამსახურეს პოლიტიკოსებზე საუბარს შეუზღუდავდა. ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ მიუთითა, რომ ეთიკის სტანდარტების დარღვევაა საჯარო მოსამსახურის მხრიდან პოლიტიკოსებზე საუბარი, რაც აბსოლუტურად მცდარი წარმოდგენაა ეთიკის წესებზე.
გვინდა, ხაზგასმით აღვნიშნოთ, საქართველოს კონსტიტუცია და "საჯარო სამსახურის შესახებ” ახალი კანონი იცავს საჯარო მოსამსახურის უფლებას, ჰქონდეს საკუთარი პოლიტიკური შეხედულება. რაც არ გამორიცხავს საჯარო მოსამსახურის ვალდებულებას, საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებისას იხელმძღვანელოს საჯარო ინტერესისა და პოლიტიკური მიუკერძოებლობის პრინციპებით", ნათქვამია განცხადებაში.
სრულად...
წყარო: gyla.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023