en
ge

საია მერობის კანდიდატების სიას ეხმაურება

თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) ეხმაურება მედიით გავრცელებულ ინფორმაციას პარტია „ქართული ოცნების” მერობის კანდიდატების სიასთან დაკავშირებით. ინფორმაციის თანახმად, პარტიამ მერობის 61 კანდიდატს შორის მხოლოდ 2 ქალი დაასახელა.
„პოლიტიკური პარტიების მხრიდან მერობის კანდიდატებად ქალების უკიდურესად მცირე რაოდენობით დასახელების ტენდენცია შემაშფოთებელია და ადასტურებს, რომ უგულვებელყოფილია საზოგადოების მოთხოვნა, უზრუნველყოფილ იქნას ქალისა და კაცის თანაბარი მონაწილეობა ქვეყნის პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ პროცესებში. ამით, ასევე არ ხდება სახელმწიფოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება, რაც საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას.
მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, კანდიდატების და სიების საბოლოო რეგისტრაციამდე გაითვალისწინონ პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის მნიშვნელობა, 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებისათვის წარადგინონ გენდერულად დაბალანსებული სიები და უზრუნველყონ არჩევნებში სქესთა თანაბარი მონაწილეობა", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
სრულად... 
წყარო: gyla.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023