en
ge

პირველი დახმარების მსოფლიო დღე

თბილისი. 9 სექტემბერს, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების თანამშრომლებმა და მოხალისეებმა აღნიშნეს პირველი დახმარების მსოფლიო დღე.
„2017 წელს, პირველი დახმარების მსოფლიო დღის თემა უკავშირდება საგანგებო სიტუაციებს და უბედურ შემთხვევებს, რომელიც ხშირად ვითარდება სახლის პირობებში. სახლი, ადამიანების მიერ აღიქმება, როგორც ყველაზე უსაფრთხო ადგილი, თუმცა სამწუხაროდ დადგენილია, რომ დაზიანებების 80% სწორედ სახლის პირობებში ხდება. პირველი დახმარების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით 9 სექტემბერს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მხარდაჭერით და სწჯს-ის გორის ადგილობრივი ორგანიზაციის მასპინძლობით ჩატარდა პირველი დახმარების ჩემპიონატი ქ. გორში.
ჩემპიონატის მიმდინარეობის პარალელურად, სწჯს მოხალისეები ახალ ბაღში ავრცელებდნენ სპეციალურად ამ დღისთვის შემუშავებულ საინფორმაციო მასალებს, რომელშიც მოცემულია 12 რჩევა სახლის პირობებში მიღებული დაზიანებების თავიდან ასაცილებლად”, ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელში.
სრულად... 
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023