en
ge

ევროკავშირი ქედის მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების ახალ პროექტს იწყებს

აჭარა. ევროკავშირი, ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში, საქართველოში სოფლის განვითარების მხარდაჭერას აგრძელებს. 14 სექტემბერს დაბა ქედაში CENN ოფიციალურად გახსნის ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ ახალ პროექტს - „ადგილობრივი რესურსებისა და პოტენციალის ოპტიმალური გამოყენება სოფლის განვითარებისთვის".
პროექტის მიზანია ადგილობრივი ეკონომიკური საქმიანობის დივერსიფიცირება, ივესტიციების მოზიდვა, კონკრეტული სასოფლო-სამეურნეო და გარემოსდაცვითი პრაქტიკის ხელშეწყობა, სოფლის განვითარების თანამონაწილეობრივი, სტრატეგიული დაგეგმვის გზით.
CENN პროექტს ახორციელებს ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ფონდთან (CSRDG), დემოკრატიის ინსტიტუტთან (LoD) და ავსტრიის რეგიონული კვლევებისა და სივრცითი დაგეგმვის ინსტიტუტთან თანამშრომლობით.
სრულად 
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023