en
ge

ოქსფამის პროექტის დახურვის ღონისძიება

თბილისი. 14 სექტემბერს „ექსპო ჯორჯიაში" პროექტის - „ეროვნული სასურსათო უსაფრთხოების სტრატეგიის სრულყოფა და მცირე ფერმერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" - დახურვის ღონისძიება გაიმართება. პროექტს, რომელიც 4 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა საქართველოსა და სომხეთში, ოქსფამი და მისი პარტნიორი ორგანიზაცია „ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია ელკანა" ევროკავშირის ფინანსური დახმარებით ახორციელებდა.
ღონისძიებაზე მოისმენენ პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების შესახებ ანგარიშს, გაეცნობიან პროექტის შედეგებს და მიღწევებს; განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება პროექტის შედეგების მდგრადობის უზრუნველყოფასა და ამ მიმართულებით პროექტის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე; ასევე, ხელი მოეწერება სასოფლო-სამეურნეო და სოფლის განვითარების ალიანსის განახლებული მემორანდუმს.
ღონისძიების დასასრულს გაიმართება იმ სტუდენტების დაჯილდოება, რომლებმაც პროექტის ფარგლებში გამოცხადებული აკადემიური ესეების კონკურსში მიიღეს მონაწილეობა.
სრულად 
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023