en
ge

სასამართლომ N3 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი სამართალდამრღვევად სცნო

აჭარა. სახალხო დამცველის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო, სასამართლომ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N3 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი სამართალდამრღვევად სცნო.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 14 სექტემბრის დადგენილების თანახმად, სახალხო დამცველის აპარატის მიერ დაწესებულებისგან მოთხოვნილი ინფორმაცია არ განეკუთვნება ნასამართლობასთან დაკავშირებულ მონაცემებს და შესაბამისად, პენიტენციური დეპარტამენტის #3 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი ვალდებული იყო იგი სახალხო დამცველის აპარატისათვის მიეწოდებინა.
"საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ" ორგანული კანონის მოთხოვნათა შეუსრულებლობისათვის N3 პენიტენციური დაწესებულების დირექტორს სახდელის სახით დაეკისრა ჯარიმა 800 ლარის ოდენობით.
სრულად
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023