en
ge

საია-ს პასუხი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას

თბილისი. საია ეხმიანება კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განცხადებას ორგანიზაციის წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის ანგარიშთან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ საია-ს კრიტიკით კომისია ცდილობს, დაფაროს მის მიერ, ყოველგვარი დასაბუთებისა და შესაბამისი საკანონმდებლო საფუძვლის გარეშე შეცვლილი პრაქტიკა, რაც უთანასწორო მდგომარეობაში აყენებს პოლიტიკურ სუბიექტებს და მმართველი პარტიისაგან განსხვავებით - ოპოზიციურ ძალებს მედია სივრცეზე წვდომას უზღუდავს.
„გვრჩება შთაბეჭდილება, რომ კომისია არათანმიმდევრული იყო არამხოლოდ კონკრეტულ შემთხვევებზე რეაგირებისა და პოზიციის ჩამოყალიბების, არამედ, საია-ს ანგარიშის კითხვის პროცესშიც, რადგან, კონკრეტული წინადადებების მთლიან კონტექსტში ამოკითხვის შემთხვევაში, საეჭვოა, კომისიას სადაო გაეხადა ორგანიზაციის მოსაზრებები, რომლებიც შესაბამისი ფაქტებით იყო გამყარებული. საია გამოთქვამს მზადყოფნას, ითანამშრომლოს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან საარჩევნო და მედიაგარემოს გაუმჯობესების მიზნით", - ნათქვამია საია-ს განცხადებაში.
სრულად
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023