en
ge

ომბუდსმენის განცხადება მშვიდობის საერთაშორისო დღეზე

თბილისი. სახალხო დამცველი მშვიდობის საერთაშორისო დღეს ეხმაურება.
„2017 წლის 21 სექტემბრის თემაა „ყველა ერთად მშვიდობისათვის". მისი მიზანია მშვიდობის კულტურის გაძლიერების იდეის ირგვლივ საზოგადოების ყველა ჯგუფის წარმომადგენლების გაერთიანება.
საქართველოს სახალხო დამცველის განაცხადებით, მშვიდობას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის, სადაც ჩვენ ადამიანის ღირსების პატივისცემაზე დაფუძნებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ვესწრაფვით, რომელშიც უზრუნველყოფილი იქნება ადამიანთა თანასწორობა და სხვადასხვა ეთნიკური, რელიგიური და სოციალური ჯგუფების მშვიდობიანი და ჰარმონიული თანაარსებობა. მშვიდობის მშენებლობა კი საზოგადოების თითოეული წევრის ჩართულობას და დაუღალავ მცდელობას მოითხოვს", ნათქვამია ომბუდსმენის ვებ-გვერდზე.
სრულად...
წყარო: www.ombudsman.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023