en
ge

პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსა და ქალთა კომიტეტების შეხვედრა

იმერეთი. ქალთა საინფორმოციო ცენტრისა და  ასოციაცია „დეას" ორგანიზებით, პარლამეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებსა და ზუგდიდის, ფოთის ქალთა განვითარების კომიტეტის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა  გაიმართა. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ქალთა პოლიტიკური აქტივობის გაზრდის და გადაწყვეტილების მიმღებ დონეზე ქალების მეტად ჩართულობის საკითხები. ლიდერი ქალები გაეცვნენ გენდერული თანასწორობის საბჭოს მუშაობას, მოისმინეს საბჭოს სამოქმედო სრტატეგია და წამოაყენეს მათთვის აქტუალური საკითხები გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების სფეროში. 
აღნიშნული შეხვედრა გაიმართა პროექტის, „პოლიტიკური თანამონაწილეობის გაზრდა და ქალებისა და ახალგაზრდების გაძლიერება საქართველოსა და სომხეთში", ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ბრიტანეთის საელჩოს მიერ და მას ახორციელებს OXFAM GB, და ასოციაცია „დეა".
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023