en
ge

შსს-სა და პროკურატურას ფემიციდის საქმეზე ზიანის ანაზღაურება დაეკისრათ

თბილისი. ს.ჯ. ყოფილი მეუღლისაგან (რომელიც იყო პოლიციის თანამშრომელი) წლების განმავლობაში განიცდიდა ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას. ძალადობის შესახებ მსხვერპლმა არაერთხელ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს, თუმცა, მათგან არ განხორციელდა დროული და ეფექტური რეაგირება. შედეგად, მოძალადემ ის სამსახურეობრივი იარაღით მოკლა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს მთავარ პროკურატურას, მსხვერპლის მიმართ განხორციელებული სქესობრივი ნიშნით დისკრიმინაციის აღკვეთისა და სიცოცხლის უფლების დასაცავად კანონით განსაზღვრული ვალდებულებების ჯეროვნად შეუსრულებლობის გამო, მორალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, ასევე, გაიზიარა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების არგუმენტები.
ყოფილი ქმრის მიერ მოკლული ს.ჯ.-ს დედის ინტერესებს საია-ს თბილისის ოფისი იცავდა.
სრულად 
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023