en
ge

საიამ ჰიჯაბის აკრძალვის თაობაზე სახალხო დამცველს მიმართა

თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) თელავის მუნიციპალიტეტის ორი მუსლიმი სკოლის მოსწავლის სახელით, ომბუდსმენს მიმართავს.
„საია სახალხო დამცველთან ასაჩივრებს სკოლის შინაგანაწესის 23-ე მუხლის მე-6 პუნქტს, რომელიც მოსწავლისაგან ითხოვს სკოლაში ქუდის, კეპის, ბენდენას და თავსახვევის ტარების აკრძალვას.
საია თვლის, რომ თავსახვევის ამკრძალავი სკოლის შინაგანაწესი ნეიტრალურია რელიგიური სიმბოლოების მიმართ, თუმცა ამ დებულების აღსრულების პრაქტიკა არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს მუსლიმ გოგონას ქრისტიან თანატოლებთან შედარებით. შინაგანაწესი მსგავს აკრძალვას არ აწესებს მოსწავლის მიერ საჯარო სკოლაში ქრისტიანული ჯვარის ტარებასთან დაკავშირებით", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
სრულად...
წყარო: gyla.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023