en
ge

სახალხო დამცველი: სოციალური შემწეობის გაცემის წესი დისკრიმინაციულია

თბილისი. 2017 წლის 2 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრს მოქალაქეობის ნიშნით ასოციაციით დისკრიმინაციის დადგენის შესახებ რეკომენდაციით მიმართა. განმცხადებლის ინტერესებს სახალხო დამცველის აპარატში ააიპ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" წარმოადგენდა.
საქმის ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, განმცხადებელი მძიმე ეკონომიკურ სიტუაციაში მყოფი 7-სულიანი ოჯახის წევრია. მისი მეუღლე არის უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც არ აქვს საქართველოში ბინადრობის მოწმობა. განმცხადებელი და მისი შვილები სარგებლობდნენ სოციალური დახმარებით, თუმცა, ვითარება შეიცვალა მას შემდეგ, რაც ოჯახს მისი მეუღლე შეუერთდა. რეკომენდაციაში სახალხო დამცველმა მნიშვნელოვნად აღნიშნა, რომ სოციალური სარგებლის მიღების თვალსაზრისით, ერთი პირის სამართლებრივმა მდგომარეობამ გავლენა არ უნდა იქონიოს სხვა პირების - განმცხადებლისა და მისი შვილების, უფლებრივ მდგომარეობაზე, რის შედეგადაც იქმნება ისეთი სამართლებრივი რეალობა, როდესაც სახელმწიფოს მხრიდან კუთვნილი სოციალური დახმარების მიღების უფლება ერთმევათ პირებს, რომლებსაც სრული ფაქტობრივ-სამართლებრივი შესაბამისობა აქვთ აღნიშნული სიკეთის მისაღებად.
სრულად 
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023