თბილისი. სასამართლოს მიერ ბრალდებულების, ბ.შ.-ს და კ.გ.-ს სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტის სამოსამართლო ეთიკის ნორმების დარღვევით განხილვასთან დაკავშირებით, 2017 წლის 24 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების წინადადებით, მიმართა.
საქართველოს სახალხო დამცველის მოსაზრებით, ამგვარი ქმედება ეწინააღმდეგება სამოსამართლო ეთიკას, კერძოდ, არღვევს ჯეროვანი კეთილსინდისიერებით და სათანადო გულისხმიერებით მოვალეობის შესრულების პრინციპებს და ხელს უშლის მართლმსაჯულების მიუკერძოებლობის და სამართლიანობის თაობაზე საზოგადოებრივი რწმენის ჩამოყალიბებას.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი