თბილისი. კავშირი „საფარი" აქვეყნებს ბლოგპოსტს, რომლის თანახმადაც პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა ერთხმად მიიღო განსახილველად პეტიცია სექსუალური შევიწროების აკრძალვის მოთხოვნით.
„ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო კილაძემ კოლეგებს გააცნო პეტიციის არსი, რომელიც ითვალისწინებს მოთხოვნას პარლამენტმა მიიღოს საკანონმდებლო ცვლილებები შრომის კოდექსში და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რათა სექსუალური შევიწროვება აიკრძალოს, როგორც დასაქმების ადგილზე, ისე საჯარო სივრცეში და მსგავსი ქმედება გახდეს დასჯადი”, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: parliament.ge