თბილისი. 15 ნოემბერს, ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის მედიაცენტრის ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა თემაზე „ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მონიტორინგის შედეგები".
„შეხვედრის ძირითად მიზანს წარმოადგენდა 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მონიტორინგის შედეგების შეჯამება. კერძოდ კი, განხილული იქნა ძირითადი დარღვევები, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტები, რამდენად კონკურენტუნარიანი საარჩევნო გარემო იყო შექმნილი ყველა პარტიისთვის, ამომრჩეველთა აქტივობის შედარება წინა წლებთან და ანალიზი", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში