en
ge

IDFI - საქართველოს მიერ მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების შესახებ

თბილისი. "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა” (IDFI), საქართველოს მიერ მდგრადი განვითარების მიზნის ინდიკატორის შესრულების კუთხით, „ინფორმაციის თავისუფლების მხარდამჭერთა საერთაშორისო ქსელის", FOIAnet-ის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის მიხედვით, 10 დაწესებულება შეაფასა. შესაფასებელი დაწესებულებების შერჩევისას IDFI-ის მიზანი იყო, მოეცვა, როგორც ცენტრალური უწყებები, ისე დამოუკიდებელი და მარეგულირებელი ორგანოები.
როგორც IDFI-ის მიერ გავრცელებულ იფორმაციაში ვკითხულობთ, მონიტორინგის შედეგებმა აჩვენა, რომ საერთო ჯამში დაწესებულებები ასრულებენ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით კანონმდებლობით მათზე დაკისრებულ ვალდებულებებს. ისინი პასუხობენ საჯარო ინფორმაციის მიღების შესახებ განცხადებებს, შექმნილი აქვთ საჯარო ინფორმაციის ვებგვერდები და ნერგავენ ისეთ ინსტიტუციურ მექანიზმებს, როგორიცაა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირთა დანიშვნა და საჯარო ინფორმაციის მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური ანგარიშების გამოქვეყნება. მიუხედავად ამისა, მონიტორინგმა მნიშვნელოვანი ხარვეზები გამოავლინა საჯარო ინფორმაციის მიღების შესახებ განცხადებებზე სრულყოფილი პასუხის მომზადების, ზოგიერთი ინსტიტუციური მექანიზმის იმპლემენტაციისა და საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების მიმართულებით.
სრულად
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023