en
ge

სოციალური უფლებების მნიშვნელობა ევროინტეგრაციის კონტექსტში

აჭარა. 22 ნოემბერს, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ორგანიზებით, გაიმართა ლექცია-შეხვედრა „სოციალური უფლებების მნიშვნელობა ევროინტეგრაციის კონტექსტში".
„მას უძღვებოდნენ ადამიანის უფლებების დაცვის სამდივნოს მრჩეველი თორნიკე დვალი და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი გიორგი ფანიაშვილი. სპიკერებმა ისაუბრეს სოციალური და სამოქალაქო-პოლიტიკური უფლებების ურთიერთდამოკიდებულებაზე, ურთიერთდაკავშირებულობაზე და მათი განუყოფლობის საკითხებზე. გაანალიზდა სოციალური უფლებების რეალიზების კუთხით სახელმწიფოს მხრიდან არსებული ვალდებულებები და კონკრეტული სტანდარტები, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული ქმედებების შეფასების შესაძლებლობას იძლევა", ნათქვამია დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
სრულად...
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023