en
ge

რეგიონული ჰაბების პრეზენტაცია

ამა წლის 5-8 დეკემბერს, ამბროლაურში, ზუგდიდში, ოზურგეთსა და ბათუმში, გაიმართა „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის" დასავლეთ საქართველოს რეგიონული ჰაბების პრეზენტაცია.
პროექტის - „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა" - მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გარემოს გაუმჯობესებას, გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, გაზარდოს მათი ანგარიშვალდებულება მოქალაქეების მიმართ და განამტკიცოს კავშირები სხვა აქტორებთან.  რეგიონულ დონეზე გამოცდილების გაზიარებისა და თანამშრომლობის ხელშესაწყობად,  რეგიონებში შეირჩა  რეგიონული „ჰაბები":
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთში - ფონდი „აფხაზინტერკონტი";
სამეგრელო-ზემო სვანეთში - ასოციაცია „ათინათი";  
გურიაში - ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი;
აჭარაში - ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი "ინტელექტი".
ღონისძიების მიზანი იყო რეგიონებში ჰაბების ცნობადობის გაზრდა და დაინტერესებულ მხარეებს შორის ეფექტური დიალოგის დაწყება. პრეზენტაციას დაესწრნენ რეგიონის საზოგადოებრივი ორგანიზაციების, მედიის, თვითმმართველობის, ბიზნესის წარმომადგენლები და სამოქალაქო ლიდერები.
შეხვედრაზე მოწვეული საზოგადოება გაეცნო ჰაბის როლსა და ფუნქციას, პროექტის სამომავლო გეგმებს და იმ სავარაუდო სარგებელს, რომელსაც მიიღებს რეგიონის სამოქალაქო საზოგადოება. პრეზენტაციის შემდეგ ჰაბის ინიცირებით გაიმართა დისკუსია, სადაც სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებმა იმსჯელეს ჰაბთან და ზოგადად, სამოქალაქო საზოგადოების განვითარებასთან დაკავშირებულ მოლოდინებზე, რაც მნიშვნელოვნად დაეხმარება ჰაბს შექმნას რეგიონის ყველა აქტორთან ეფექტური კომუნიკაციის და ურთიერთთანამშრომლობის სტრატეგია.
ღონისძიება ორგანიზებული იყო „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის" პროექტის ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ.  პროექტის ფარგლებში, რომლის საერთო ბიუჯეტია 5.07 მლნ ევრო (აქედან ევროკავშირის კონტრიბუცია 3.8 მლნ ევროა), განხორციელდება სხვადასხვა სახის 110-ზე მეტი აქტივობა და გაიცემა 80-მდე გრანტი, ჯამში 720 ათასი ევროს ღირებულების, სულ მცირე 2500 სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით. კონსორციუმში შედიან: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი, ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023