თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს კვლევის თანახმად, კახა ბექაური კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის/თავმჯდომარის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს. ბექაური განათლებით მათემატიკოსია, კანონი კი კომისიის წევრობისთვის აუცილებელ პირობად სხვა სპეციალობის განათლებას ითხოვს.
„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, თსუ-ს მიერ მათემატიკოსის კვალიფიკაციით 1992 წელს გაცემული დიპლომი მართალია უთანაბრდება მაგისტრის აკადემიურ ხარისხს, მაგრამ არანაირად არ უთანაბრდება მაუწყებლობის შესახებ კანონში მითითებული კონკრეტული აკადემიური ხარისხის მოთხოვნებს, კერძოდ ეკონომიკის, საჯარო ადმინისტრირების, ბიზნესადმინისტრირების, სამართლის, ელექტრონული კომუნიკაციების ან ჟურნალისტიკის მაგისტრს ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: www.transparency.ge