თბილისი. 15 დეკემბერს გაიმართა ორგანიზაციის „კავშირი ადამიანებისთვის განსაკუთრებულ ზრუნვას რომ საჭიროებენ" ტრადიციული საშობაო-საახალწლო ბაზრობა.
„გვინდა თითოეულ სტუმარს დიდი მადლობა გადავუხადოთ მობრძანებისთვის, რომ გამონახეს დრო და გაგვახარეს. მადლობას ვუხდით ჩვენს ორგანიზაციაში არსებული სემინარის მეორე კურსელებს, რომლებმაც მოაწყვეს კაფე და სტუმრებს გაუმასპინძლდნენ გემრიელი ნუგბარებით. ბაზრობიდან შემოსული თანხა მოხმარდება ჩვენი ორგანიზაციის ბენეფიციარების საჭიროებებს", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში