en
ge

სახელმწიფო საქმიანობის მონიტორინგის ფორუმი

21 დეკემბერს, სასტუმრო ჰოლიდეი ინში, სახელმწიფო საქმიანობის მონიტორინგის ფორუმი გაიმართება. ფორუმის ძირითადი მიზანია თავი მოუყაროს სამოქალაქო სექტორში დაგროვებულ ცოდნასა და გამოცდილებას სახელმწიფო საქმიანობის სხვადასხვა სფეროს მონიტორინგის კუთხით. შესთავაზოს დიალოგის, დისკუსიისა და გამოცდილების გაზიარების სივრცე მონაწილეებს, რაც ხელს შეუწყობს მათი შესაძლებლობების გაძლიერებას ამ მიმართულებით და გააჩენს ახალი, ინოვაციური მიდგომების, მეთოდებისა და ტენდენციების მიმართ მეტ დაინტერესებას.
ფორუმზე ასევე გაიმართება „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინციატივის" პროექტის ფარგლებში შექმნილი სახელმწიფო გრანტების მონიტორინგის სახელმძღვანელოს პრეზენტაცია, რომელიც აღწერს საზოგადოებრივ ორგანიზაციებზე მიმართული სახელმწიფო დაფინანსების (გრანტის) გაცემის მექანიზმებს, სფეროებს და მონიტორინგის მეთოდების ნაკრებს. სახელმძღვანელოს მიზანია სახელმწიფოს მიერ გაცემული გრანტების პროცესის შემფასებლებს მიაწოდოს სრული ინფორმაცია და უზრუნველყოს ისინი საჭირო მეთოდური მითითებებითა და პრაქტიკული მაგალითებით,  საკუთარი საქმიანობის უკეთ განხორციელებისთვის. პროექტს „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა" ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით, ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით. 
ფორუმი ორგანიზებულია სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მიერ, „საზოგადოებრივი ორგანიზაციების გაძლიერება საჯარო სექტორის მონიტორინგის და პოლიტიკის დიალოგის პროცესში გასააქტიურებლად" პროექტის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)