თბილისი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტისგან საუკეთესო თანამშრომლობისთვის სიგელი მიიღო.
„ორგანიზაცია პარლამენტის მონიტორინგის პროექტის ფარგლებში აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს პარლამენტთან და წარუდგენს რეკომენდაციებს კანონპროექტთა გაუმჯობესების, საპარლამენტო საქმიანობის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდის მიზნით", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში