en
ge

მდგრადი განვითარების მიზნები და საქართველო

თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), მდგრადი განვითარების მიზნების გლობალური დღის წესრიგის ფარგლებში, საქართველოს მიერ 2015 წლიდან დღემდე განვლილი პერიოდის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2015 წლის სექტემბერში A/RES/70/1 რეზოლუციით მიიღო 2030-ის დღის წესრიგი მდგრადი განვითარებისთვის, რომელიც იმავე წლის ოქტომბერში შევიდა ძალაში. რეზოლუციაში გაიწერა მდგრადი განვითარების 17 მიზანი და 169 ამოცანა, რომლებიც ურთიერთდაკავშირებულია და სამ განზომილებაში ერთიანდება - ეკონომიკური, სოციალური და გარემოს დაცვითი. 2030 წლის დღის წესრიგი ამ ეტაპზე არსებული ერთადერთი გლობალური დღის წესრიგია, რომლის შესრულებაშიც ყველა ქვეყანა თანაბრად ერთვება და რომლის მთავარი გზავნილია „არავინ დარჩეს პროცესის მიღმა" (leaving no one behind).
მდგრადი განვითარების მიზნები, შესაბამისი ამოცანებით, იმგვარადაა შემუშავებული, რომ ხელი შეუწყოს სიღარიბისა და შიმშილის აღმოფხვრას; ქვეყნებში და ქვეყნებს შორის უთანასწორობის შემცირებას; მშვიდობიანი, სამართლიანი და ინკლუზიური საზოგადოებების მშენებლობას; ადამიანის უფლებათა დაცვას; გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფასა და ქალთა და გოგონათა გაძლიერებას; და უზრუნველყოს პლანეტისა და მისი ბუნებრივი რესურსების ხანგრძლივი დაცვა. მიზნებმა ასევე უნდა შექმნან პირობები მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდისთვის, კეთილდღეობისა და ღირსეული სამუშაო გარემოსთვის. მდგრადი განვითარების ამ ამბიციური მიზნების შესრულების ვადად 2030 წელი განისაზღვრა.
სრულად 
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023