თბილისი. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის" ჟურნალისტმა თამთა დოლენჯაშვილმა ქარტიის პირველი პრინციპი დაარღვია, რომელიც ჟურნალისტს ზუსტი ინფორმაციის გადაცემას ავალდებულებს.
„თამთა დოლენჯაშვილის წინააღმდეგ ქარტიაში განცხადება შეიტანა „საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციამ". მათი უკმაყოფილება გამოიწვია 14 იანვარს, საინფორმაციო გამოშვება „კურიერში" გასულმა სიუჟეტმა. მასალა ეხებოდა სოციალურად დაუცველთა ბაზაში მოქალაქეთა რეგისტრაციას, რომელსაც სოციალური აგენტი ახორციელებს. ჟურნალისტმა კი პასუხისმგებელ პირად მოიხსენია სოციალური მუშაკი.
საბჭომ განხილვის შემდეგ პირველი პრინციპის დარღვევა დაადგინა. გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება", ნათქვამია ქარტიის ვებგვერდზე.
წყარო: qartia.ge