en
ge

მოქალაქეები პარლამენტში პეტიციას ელექტრონული ფორმით წარადგენენ

თბილისი. 5 იანვარს ბიუროზე დარეგისტრირდა პარლამენტის წევრების ინიციატივა პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანის შესახებ, რომელიც ღია პარლამენტის 2017 წლის სამოქმედო გეგმის ვალდებულებებიდან გამომდინარეობს. ცვლილებები გულისხმობს კანონშემოქმედებით პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერებას.
ინიცირებული პროექტის მიხედვით:
პარლამენტის ვებ-გვერდზე ნებისმიერი მოქალაქე შეძლებს პეტიციის ან საკანონმდებლო ინიციატივის ელექტრონული ფორმით წარდგენას და მხარდაჭერას;
პარლამენტის ვებ-გვერდზე დაინერგება სისტემა, რომელიც მოქალაქეებს მისცემს საშუალებას, დააფიქსირონ საკუთარი მოსაზრება კანონპროექტზე ან მის ცალკეულ ნაწილზე.
წყარო: www.transparency.ge






სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023