en
ge

საია-ს განცხადება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე

თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) ეხმიანება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების მხრიდან კრიტიკული მოსაზრებებით გამორჩეული ორი არამოსამართლე წევრის მიმართ მიზანმიმართულ თავდასხმებს, რამაც პერმანენტული სახე მიიღო.
„განვითარებული მოვლენები განსხვავებული და კრიტიკული აზრის მიუღებლობის ნათელ დემონსტრირებას ახდენს და კიდევ უფრო აზიანებს სასამართლო სისტემისადმი ნდობას.
მიგვაჩნია, რომ საბჭოს ზოგიერთი მოსამართლე წევრის მხრიდან ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციასთან თანამშრომლობის სამარცხვინო და ქვეყნის ინტერესების საზიანო მოქმედებად წარმოჩენა, საბჭოს კრიტიკული წევრის დისკრედიტაციის მცდელობაა და მიზნად ისახავს მნიშვნელოვანი საკითხების შინაარსობრივი განხილვის თავიდან არიდებას.
მოვუწოდებთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებს, თავი შეიკავონ არაეთიკური და უსაფუძვლო ბრალდებებისაგან და სხდომები საგნობრივი დისკუსიის ფარგლებში წარმართონ", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
სრულად...
წყარო: gyla.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023