en
ge

საქართველოს მთავრობის პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში რეალობის ადექვატური უნდა გახდეს

თბილისი. კოალიცია ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის ეხმაურება ბოლო პერიოდის განმავლობაში საქართველო-რუსეთის ურთიერთობებთან დაკავშირებით საზოგადოებაში განვითარებულ დისკუსიას. მათ შორის, საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირების განცხადებებსა და მათ რეაგირებას რუსეთის ხელისუფლების მორიგ აგრესიულ ქმედებებზე.
„დღეს, საზოგადოებას საქართველო-რუსეთის ურთიერთობების შესახებ და მთავრობის გეგმებთან დაკავშირებით არაერთგვაროვანი ინფორმაცია მიეწოდება. მთავრობის გზავნილები მკაფიო არ არის, რაც საზოგადოებაში დაბნეულობას და უმწეობის შეგრძნებას იწვევს. ჟენევის მოლაპარაკებების არსებული ფორმატი მნიშვნელოვანი პლატფორმაა, რომელშიც საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები მონაწილეობენ. ეს ფორმატი საქართველოს აძლევს შესაძლებლობას ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ევროკავშირთან, გაეროსთან და ეუთოსთან ერთად ეცადოს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაჭრას. ამ ფონზე, გაუმჭვირვალეა და შესაბამისად დროდადრო კითხვის ნიშნებს აჩენს, თუ რა მიზანს ემსახურება საქართველოს მიერ ინიცირებული ე.წ აბაშიძე-კარასინის ფორმატი, თუ რა საკითხები განიხილება დახურულ კარს მიღმა, და რა მნიშვნელოვანი შედეგები იქნა ან ვერ იქნა მიღწეული ამ აქტივობის შედეგად და რატომ? საერთაშორისო აქტორების გარეშე ამგვარი გაუმჭვირვალე დიალოგის ფორმატი, შესაძლოა, მნიშვნელოვანი რისკის შემცველი იყოს საქართველოს ინტერესებისათვის", ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
სრულად...
წყარო: www.transparency.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023