en
ge

სექსუალური შევიწროების პრევენციის შიდა ორგანიზაციული მექანიზმები შექმნის მოთხოვნა

თბილისი. კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭირვალე მართლმსაჯულებისათვის შეშფოთებას გამოხატავს ბოლო პერიოდში გავრცელებულ სექსუალური შევიწროების სავარაუდო შემთხვევების გამო.
„კოალიცია დაუშვებლად მიიჩნევს ქალთა სექსუალურ შევიწროებას დასაქმების ადგილას თუ სხვა სივრცეში, მიაჩნია რა, რომ გენდერული ძალადობისგან დაცვა არის ადამიანის ფუნდამენტური უფლება. კოალიცია თანადგომას უცხადებს ყველა ქალს, რომელმაც განიცადა სექსუალური შევიწროება ნებისმიერი პირისგან და მიიჩნევს, რომ მათი უფლებები დაცული უნდა იყოს ეფექტიანი სამართლებრივი მექანიზმებით, რისთვისაც მნიშვნელოვანია ამ ფაქტების განხილვა და შესწავლა შესაბამის ფორმატებში გაგრძელდეს.
ეროვნულ კანონმდებლობაში სექსუალურ შევიწროებისგანა დაცვის შესაძლებლობა ჯერ კიდევ არ არის ინტეგრირებული, რაც საჭიროებს დაუყოვნებლივ საკანონმდებლო ცვლილებებს. მნიშვნელოვანია, საქართველოს პარლამენტმა გაიზიაროს პასუხისმგებლობა იმის თაობაზე, რომ არასრული საკანონმდებლო მოწესრიგება ქვეყნის მოქალაქეებს ართმევს სექსუალური ძალადობისგან დაცვის შესაძლებლობას", ნათქვამია განცხადებაში.
სრულად...
წყარო: coalition.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023