en
ge

პლატფორმა „არა ფობიას!“ მიმართვა მინისტრ კახა კახიშვილს

თბილისი. პლათფორმა „არა ფობიას!" წევრი ორგანიზაციები სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრ კახა კახიშვილს განცხადებით მიმართავენ.
„მოგმართავთ თქვენდამი დაქვემდებარებული სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის, მამუკა ჩხეიძის საჯარო მოსამსახურისთვის დაუშვებელ ჰომოფობიურ გამოხატვასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელ „ფეისბუკში". მიგვაჩნია, რომ ამგვარი გამოხატვის ფორმა განსაკუთრებით მიუღებელია იმ უწყების წარმომადგენლისგან, რომელიც ყველა ღონეს უნდა ხმარობდეს, რათა აღმოფხვრას სასჯელაღსრულების დაწესებულებებში დამკვიდრებული ქვიარ თემის დისკრიმინაცია და ჩაგვრა. აღნიშნულისთვის კი, პირველ რიგში, დისკრიმინაციული მიდგომები არ უნდა ჰქონდეთ თავად სამინისტროს წარმომადგენლებს", - ნათქვამია განცხადებაში, -„მოგმართავთ, შეისწავლოთ მამუკა ჩხეიძის დაკავებული თანამდებობისადმი შესაფერისობის საკითხი და მიიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილება".
სრულად 
წყარო: www.gdi.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023