en
ge

„სოციალური ლაბორატორიის“ ფორმატის დისკუსია

იმერეთი. 21 მაისს, EWMI ACCESS-მა ქუთაისში გამართა ე.წ. სოციალური ლაბორატორიის" ფორმატის დისკუსია, რომელშიც განსხვავებული პროფესიისა და გამოცდილების ადამიანებმა მიიღეს მონაწილეობა. „სოციალური ლაბორატორიის" ფორმატის დისკუსიას ბოლო წლებში სხვადასხვა ტიპის ორგანიზაცია აქტიურად იყენებს კომპლექსური პრობლემების გადაჭრის ახლებური და ექსპერიმენტული ხერხების გამოსავლენად და შემდეგ მათ დასატესტად.
„დისკუსიაზე მონაწილეებმა სიღრმისეულად გააანალიზეს საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობასთან დაკავშირებული პრობლემები და გამოწვევები, და შემდეგ ამ პრობლემების მოგვარების ახლებურ გზებზეც იმსჯელეს. შეხვედრის დასაწყისში მონაწილეებმა ზოგადად შეაფასეს ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა, ამის შემდეგ კი დისკუსია უფრო კონკრეტულ საკითხებს დაეთმო, კერძოდ: რატომ არიან მოქალაქეები შედარებით ნაკლებად ჩართულები არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობებში; რა ფაქტორები უშლის ხელს არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ მისწვდნენ ფართო საზოგადოებას და მათი ნდობა მოიპოვონ; რა სირთულეები ახლავს საერთაშორისო დონორების მიერ დაწესებულ ჩარჩოებს პროექტების განხორციელების პროცესში, და სხვ", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
სრულად...
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023