en
ge

ევროკავშირი ხელს უწყობს მოხალისეების გაძლიერებას საქართველოში

5 ივლისიდან მთელი საქართველოს მასშტაბით რეგიონული ჰაბები ევროკავშირის პროექტის: „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა" ფარგლებში მოხალისეობის ფორუმებს გამართავენ.
ფორუმები ერთმანეთთან დააკავშირებს მათ, ვინც ეძებს მოხალისეებს და მათ, ვისაც მოხალისეობა სურს. 
45 თვის განმავლობაში პროექტი „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა" ითვალისწინებს 110-ზე მეტი აქტივობის განხორციელებას და 80-მდე გრანტის გაცემას. ინიციატივის ღონისძიებებში სამოქალაქო საზოგადოების სულ მცირე 2500 წარმომადგენელი ჩაერთვება მთელი საქართველოს მასშტაბით. 
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ.
სრულად...
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023