en
ge

საპარლამენტო ღიაობის რიგით მესამე სამოქმედო გეგმაზე მუშაობა დასრულდა

თბილისი. საქართველოს პარლამენტმა 2018-2019 წლების საპარლამენტო ღიაობის სამოქმედო გეგმის ვალდებულებების შემუშავება დაასრულა.
ვალდებულებები მოიცავს: პარლამენტის მიერ 2030 წლის გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების დღის წესრიგის შესრულების ხელშეწყობასა და მონიტორინგს, მოქალაქეთა წინაშე ანგარიშვალდებულებისა გაზრდას, საპარლამენტო დემოკრატის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და მთავრობის საქმიანობის ღიაობასა და გამჭვირვალობაზე საპარლამენტო კონტროლის გაზრდას.
საპარლამენტო ღიაობის 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმისათვის შემოთავაზებული იდეები შეგროვდა საქართველოს 7 ქალაქში – თელავი, რუსთავი, მარნეული, ახალციხე, ქუთაისი, ბათუმი, თბილისი – გამართული საჯარო კონსულტაციების დროს 2018 წლის მარტსა და აპრილში. ახალი სამოქმედო გეგმა ასევე მოიცავს ადგილობრივი მუნიციპალიტეტების, კერძო სექტორისა და ახალგაზრდების მიერ (კონკურსი – „შენი იდეა ღია პარლამენტისთვის") წარმოდგენილ ვალდებულებებს.
საჯარო კონსულტაციები ორგანიზებული იყო საქართველოს პარლამენტის მიერ, ევროკავშირის, UNDP-სა და IDFI-ს მხარდაჭერით.
სრულად 
წყარო: idfi.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023