en
ge

ღია წერილი ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მხარდასაჭერად

თბილისი. საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები თხოვნით მიმართავენ ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს, ბრიუსელში დაგეგმილ სამიტზე საქართველოს ნატოში გაწევრიანების კონკრეტული გზების შესახებ იმსჯელოს.
„საქართველოს ჯერ კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი თანამედროვე, დემოკრატიული და წარმატებული ქვეყნის ასაშენებლად. ქვეყანა კვლავაც დგას როგორც შიდა, ისე გარე გამოწვევების წინაშე. მთლიანობაში, ქართული საზოგადოება ევროპული დემოკრატიაა და ამდენად, ეს გამოწვევები დიდწილად ჰგავს იმ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც ევროპული ქვეყნები ნატოში გაწევრიანებამდე და მის შემდეგაც იდგნენ. საქართველოს მოქალაქეებმა დაამტკიცეს თავიანთი ერთგულება ქვეყნის დემოკრატიული ტრანსფორმაციისა და მოდერნიზაციის მიმართ, ასევე ისიც, რომ საქართველო საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემის პასუხისმგებლიანი წევრი და დამცველია, რასაც ნათლად აჩვენებს საქართველოს აქტიური მონაწილეობა ნატოს სამშვიდობო მისიებში.
ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება გააძლიერებს ევროპის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას და დააჩქარებს საქართველოს განვითარებას", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
სრულად...
წყარო: www.transparency.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023