en
ge

დებატები ევთანაზიის თემაზე

იმერეთი. 14 მარტს ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის მიერ ორგანიზებული იქნა დებატების ტურნირი ი. ოცხელის სახელობის მე-2 საჯარო სკოლაში. დებატები გაიმართა რეზოლუციაზე „ევთანაზია გამართლებულია". ტურნირში მონაწილეობა მიიღო 4-მა გუნდმა, რომლებიც კარგად იცნობდნენ თემას და განხორციელებული ქონდათ შესაბამისი კვლევა აღნიშნული თემების უკეთ შესასწავლად. დებატების ხელოვნების დაუფლება ხელს უწყობს ახალგაზრდებში სწორი არგუმენტაციის, საჯარო გამოსვლის ტექნიკების, აქტიური მოსმენის, დროის და მოწინააღმდეგის პატივისცვემის, ლოგიკური მსჯელობის კვლევის უნარ-ჩვევების განვითარებას. ახალგაზრდული ცენტრის წევრი ბერიკა თავაძე :  „დებატების ტურნირს წინ უძღოდა თანატოლ განმანათლებელთა ტრენინგი, რომელიც ძალიან საინტერესოდ წარიმართა და საშუალება მოგვეცა გამოგვემუშავებინა ახალი უნარ-ჩვევები. დებატების მთავარი პრინციპი მდგომარეობს იმაში, რომ მოხდეს ოპონენტთა მოსაზრებების რეალური დაპირისპირება. აქედან გამომდინარე, მოდებატე გუნდებს თამაშის დროს მოეთხოვებათ რეზოლუციის ძირითადი ტერმინებისა და გაუგებარი ტერმინების სრულფასოვანი ცოდნა. სწორედ ამან განაპირობა რომ დღევანდელი ტურნირი საინტერესოდ წარმართულიყო". დებატების ტურნირი ორგანიზებული იქნა „საქართველოში ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერების პროექტის" (ANI) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით. 
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)