თბილისი. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სურსათის და სოფლის მეურნეობის დარგში მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდამჭერი ინიციატივა" (FASSI) ფარგლებში სამტრედიის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ფერმერებისთვის „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებასთან” (DCFTA) დაკავშირებით ორი ტრენინგი ჩატარდა.
„ტრენინგების ფარგლებში, ფერმერებმა მიიღეს ინფორმაცია DCFTA-ის შესახებ და შეისწავლეს პირველადი წარმოების ევროპული სტანდარტები და სურსათის და სოფლის მეურნეობის დარგში არსებული რეგულაციები", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში.
წყარო: www.cida.ge