en
ge

სამუშაო შეხვედრა პროექტის „რეგიონების მხარდაჭერა მდგრადი განვითარებისთვის“

13 ივლისს, კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრში (CTC) პროექტის, „რეგიონების მხარდაჭერა მდგრადი განვითარებისთვის" (ARSD), ფარგლებში გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს უნივერსიტეტებისა და კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. 
„შეხვედრას ესწრებოდნენ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის, ქუთაისის უნივერსიტეტისა და PMC კვლევითი ცენტრის წარმომადგენლები.
ARSD პროექტის ფარგლებში, აკადემიური დაწესებულებები კვლევით ორგანიზაციებთან ერთად მუშაობენ რეგიონული განვითარების სფეროში გამოყენებითი კვლევების შემუშავებაზე.
შეხვედრის მიმდინარეობისას მკვლევარებმა, პროექტის გუნდთან ერთად განიხილეს კვლევების მეთოდოლოგია, პირველადი მიგნებები და იმსჯელეს კვლევების შემდგომ განვითარებაზე", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
სრულად...
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023