თბილისი. საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP) აქვეყნებს თსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტის, ნატალი ჭამიაშვილის პუბლიკაციას: „ევროკავშირის საბჭოს ავსტრიის პრეზიდენტობა: გზავნილები საქართველოსთვის #EU2018at".
„ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, ავსტრიის აქცენტები, ძირითადად, დასმული იქნება ევროკავშირის საიმიგრაციო პოლიტიკასა და ევროპის უსაფრთხოებაზე. ევროკავშირის საბჭოს პრიორიტეტების განსაზღვრა სამმაგი პრეზიდენტობის ფარგლებში ხდება, შესაბამისად, საქართველოს შეუძლია, ჰქონდეს მოლოდინი, რომ ესტონეთი გაუწევს ლობირებას აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამას. ამის თქმის საფუძველს იძლევა ესტონეთის პრეზიდენტობის პერიოდში აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაზე ფოკუსირება. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ესტონეთთან მეგობრული ურთიერთობების შენარჩუნება, ავსტრიასთან კი, დიპლომატიური ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავება, ავსტრიისა და საქართველოს საელჩოებს შორის ურთიერთობების გააქტიურება და ქვეყნებს შორის მაღალი დონის ვიზიტების ორგანიზება", ნათქვამია პუბლიკაციაში.
წყარო: gip.ge