en
ge

შეხვედრები მოსახლეობასა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის

სამეგრელო-ზემო სვანეთი. 7 და 8 აგვისტოს, EWMI ACCESS-ის ორგანიზებით, ზემო სვანეთის ქვედა ზონის სოფლებში (ხაიში, იდლიანი, ჭუბერი და ნაკრა) გაიმართება ღია შეხვედრები ადგილობრივ მოსახლეობასა და თბილისში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის. არასამთავრობო სექტორიდან შეხვედრებში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და Emc • ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი.
„შეხვედრების მიზანია, რეგიონული ცენტრებიდან დაშორებულ სოფლებში მცხოვრებ მოქალაქეებს მისცეს შესაძლებლობა (ა) არასამთავრობო ორგანიზაციებს უშუალოდ გააცნონ თავიანთი პრობლემები და მათთვის პრიორიტეტული საკითხები და (ბ) პირველი წყაროდან მიიღონ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა დახმარების გაწევა შეუძლიათ მათთვის არასამთავრობო ორგანიზაციებს და როგორ ჩაერთონ მათ საქმიანობაში.
სვანეთის სოფლებში დაგეგმილ შეხვედრებზე განხილვის ერთ-ერთი თემა მიმდინარე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები და მათ მიმართ მოქალაქეების დამოკიდებულებაც იქნება".
შეხვედრების განრიგი:
7 აგვისტო, 11:00 სთ - ხაიში
7 აგვისტო, 16:00 სთ - იდლიანი
8 აგვისტო, 11:00 სთ - ჭუბერი
8 აგვისტო, 17:00 სთ - ნაკრა
სრულად...
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023