en
ge

„ჰერა XXI”-ის კამპანია რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და ჯანსაღ ცხოვრების წესზე

თბილისი. ასოციაცია „ჰერა XXI"-მ აგვისტოს პირველივე დღეებიდან დაიწყო კამპანია სახელწოდებით „ახალგაზრდებზე მორგებული განათლება რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და ჯანსაღი ცხოვრების წესზე, შენი უსაფრთხო სივრცის გარანტიაა."
„კამპანიის ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში საინფორმაციო-საგანმანათლებლო სესიები ჩატარდება, 12 აგვისტოს - ახალგაზრდების საერთაშორისო დღეს კი შემაჯამებელი ღონისძიებებით დასრულდება, რომელიც 3 ქალაქში - თბილისში, ახალციხესა და ხობში - ერთდროულად გაიმართება.
სწორედ ამ კამპანიის ფარგლებში, 3 აგვისტოს, „ჰერა XXI"-ის თანასწორ-განმანათლებლები ეწვივნენ ბათუმის მერიის ახალგაზრდულ ცენტრს. შეხვედრაზე ახალგაზრდებმა ისაუბრებს რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე. განიხილეს ოჯახის დაგეგმვა, კონტრაცეფციის მეთოდები, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები და მათი პრევენციის გზები და ა.შ.", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
სრულად...
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (ნოემბერი 2024 - იანვარი 2025)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (ნოემბერი 2024 - იანვარი 2025)